„იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა," - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, 20 მარტს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ღია კარის დღე და ქუჩის კამპანია „რეგიონის განვითარება ნიშნავს...!" გაიმართა. დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაში ჩატარდა გამოკითხვა. დარიგდა, ასევე, საინფორმაციო სტიკერები, რომლებზეც ასახული იყო 2018-19 წ.წ. პერიოდში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით დაგეგმილი პროექტები.
პროექტი დაფინანსებულია „GIZ-ის" მიერ, რომლის მიზანიცაა იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის, - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე," შესახებ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია