999

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია ცუცხვათიდან დაიწყო

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულის მერობის კანდიდატმა, თემურ ჩუბინიძემ, საარჩევნო კამპანია ცუცხვათის მოსახლეობასთან შეხვედრით გახსნა და განაცხადა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, იგი ყველა პროგრესულ იდეასა და ინიციატივას მხარს დაუჭერს.   მან შეკრებილთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ჩიხლაძე წარუდგინა.

ცუცხვათის მოსახლეობამ სოფლის სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე ღიად ისაუბრა და სამთავრობო გუნდის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებისაგან  მხარდაჭერისა და თანადგომის პირობაც მიიღო.

ნანა რაზმაძე