Qaikhosro_Logo_RGB2629

ქართული იუმორის ფესტივალი იმერეთში

2017 წლის 30 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, გაიმართება „ქართული იუმორის ფესტივალი იმერეთში“, ღონისიების ორგანიზატორები არიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემია.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია იუმორისტულ ჯგუფებსა და ინდივიდუალურ შემსულებლებს. გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები, ფასიანი საჩუქრები და დიპლომები. მონაწილეობის მსურველებმა, ა/წ 3 აგვისტოს ჩათვლით, წარმოადგინეთ განაცხადი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურისა და განათლების განყოფილებაში.

საკონტაქტო ნომერი: 595  77  98  53

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური