33610167_1955042331232566_4241598444696764416_o

ქართული ესტრადის ვარსკვლავები ორპირის დღესასწაულზე

  მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მელიტონ ზოსიაშვილის,  ორგანიზებითა და ინიციატივით, სოფელ ორპირში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ამ დღეს, ასევე, აღინიშნა სოფლისა და ტაძრის დღესასწაული.

  ადგილობრივების აქტივობებით დატვირთული დღე ქართული ესტრადის ვარსკვლავების, დათო ხუჯაძის, სალომე ბაკურაძისა და დათო ფორჩხიძის საზეიმო კონცერტით დასრულდა.

მარი ბაბუხადია