DSCN3407

ქართველ კომპოზიტორთა საღამო ხელოვნების სკოლაში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების  სკოლამ, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამო გამართა. რევაზ ლაღიძე, დავით ტურიაშვილი და ოთარ თაქთაქიშვილი XX საუკუნის მუსიკალური სამყაროს მნიშვნელოვან სახეებს წარმოადგენენ. მათი ბიოგრაფიიდან ცხოვრებისეულ ფრაგმენტებს აუდიტორიას ღონისძიების წამყვანი, ნინო აბესაძე, აცნობდა. სკოლის მოსწავლეებმა მსმენელს 15 ნომერი შესთავაზეს კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან, რომელსაც საორკესტრო, საფორტეპიანო და ვოკალური განყოფილებები ასრულებდნენ. ჟღერდა პოპულარული მუსიკა კინოფილმებიდან, საგუნდო სიმღერები, საფორტეპიანო და საორკესტრო პიესები. აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძე, რომელიც მრავალი შედევრის ავტორია, ქართული სიმღერის კლასიკოსადაა აღიარებული. ოთარ თაქთაქიშვილმა კი, რომლის შემოქმედებაც ღრმა ეროვნულ ხასიათს ატარებს, გაამდიდრა ჩვენი საგანძური ქართული დიალექტებით. დავით ტურიაშვილის მრავალფეროვანი ნაწარმოებები ყველა ჟანრის მუსიკას მოიცავს. მათ შორის - სპექტაკლების, მულტიპლიკაციური ფილმებისა თუ კინოფილმებისათვის.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, თვითმმართელობის წევრები,ასევე, კულტურისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, ხელოვნების სკოლაში ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებითი საღამო არ გამართულა. ამიტომაც, მაყურებელი ამ ინიციატივას სასიამოვნო ემოციებით შეხვდა.

ნათია მურუსიძე

DSCN3422 DSCN3427 DSCN3444 DSCN3445 DSCN3446 DSCN3449 DSCN3450 DSCN3457 DSCN3459 DSCN3470