SAATI005

ქალაქის ცენტრში ახალი საათი დამონტაჟდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის, ინიციატივით ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და გალამაზების მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებათა და პროექტთა შორის, ტყიბულის ცენტრში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, მოპირდაპირე მხარეს, არსებული სტენდის თავზე, ნაცვლად ძველისა, ახალი, გარე მოხმარების, ე.წ, ქუჩის საათი დაიდგა, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა შესაბამისი სამსახურების ჩართულობით განხორციელდა. როგორც დემონტაჟის, ისე მონტაჟისათვის საჭირო შესრულებულ სამუშაოებში, სათანადო ტექნიკითა და მუშა-ხელით. ჩართული იყო მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება. აღნიშნული ადგილის დასამშვენებლად საათის ორივე გვერდზე, ასევე, ადგილობრივი ბიეჯეტის დაფინანსებით, მოეწყო ლითონის მოჭედილი ფიგურები. მისი ესკიზი და მხატვრული გაფორმება ტყიბულის სამხატვრო სკოლის დირექტორმა, მხატვარ-მოქანდაკემ, მირზა ჭელიშვილმა,   შეასრულა. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში აღნიშნული სტენდის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.

      მარი ბაბუხადია

SAATI006SAATI003