ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ ორგანიზებით იმართება საქალაქო პირველობა ნარდში მოყვარულთა შორის, რომელიც წელსაც საჭადრაკო კლუბში გაიმართა და მასში 25–მა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. აზარტული და საინტერესო დაპირისპირების შემდეგ გამარჯვებული სამეული მსაჯთა კოლეგიამ გამოავლინა: I ადგილის მფლობელი ნუგზარ ქოქოსაძე გახდა, II ადგილზე, შარშანდელი ჩემპიონი, ლევან ბუბაშვილი გავიდა, III ადგილი კი, ნუკრი გუმბერიძემ დაიკავა. პრიზიორები სპორტული ცენრტის მიერ სამსახსოვრო ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

1 კომენტარი “ქალაქის პრიზიორები ნარდში”
კომენტარები გამორთულია