ქალაქის ჩემპიონები დააჯილდოვეს

საჭადრაკო კლუბის, ,,ტყიბულის," ორგანიზებით, ერთი კვირის მანძილზე, მიმდინარეობდა ქალაქის ჩემპიონატი 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობას 37 მოზარდი, ჭაბუკი და გოგონა, იღებდა. ტურნირი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად წარიმართა. ორგანიზატორებმა გამარჯვებულები და პრიზიორები გამოავლინეს. I ადგილი გოგონათა შორის მარიამ ბოჭორიშვილმა (7 შესაძლებლობიდან 6 ქულით), ხოლო ვაჟებში - აბსოლუტური შედეგით (7 მოგებით), ნიკოლოზ ქათამაძემ,  დაიმსახურეს. ქალაქის ჩემპიონები მწვრთნელებმა ნანა რაზმაძემ და ბექა ხაჭაპურიძემ მოამზადეს.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია