21 ოქტომბერს, მთელი საქართველოს მსგავსად, ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნები მიმდინარეობს.
N57 ტყიბულის საარჩევნო ოლქში 22 036 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომლებიც 37 სხვადსხვა საარჩევნო უბანზე აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. 12 სთ-ის მონაცემებით მოქალაქეთა აქტივობამ ოლქში 22, 47% შეადგინა, რაც 4952 ამომრჩეველს უდრის, ხოლო 15 სთ-ის მდგომარეობით კი - 37,62% (8291 ხმა).
აღსანიშნავია, რომ ელექტორატის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგად, პირველ ტურში, გამარჯვებულად მერობის ის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც მოსახლეობის ხმების 50%+1 ხმას მიიღებს.
ამ ეტაპისათვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “ტყიბულში 15 სთ-სთვის 8291 მოქალაქემ გააკეთა არჩევანი”
კომენტარები გამორთულია