ტყიბულის მუნიციპალიტეტი ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალს ტრადიციულად მე-9 წელია, რაც მასპინძლობს და მას ორგანიზებას საქართველოს, იმერეთისა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციები კლუბ ,,ტყიბულთან" ერთად უწევენ. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება და 27 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება. ფესტივალში 70-მდე 8, 10, 12 და 16 წლამდე ასაკის ვაჟი და გოგონა მონაწილეობს.
პრიზიორები და მათი მწვრთნელები დებულების მიხედვით დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია