ტყიბულში აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის სიწმინდეები შემობრძანდა

  2017-18 წლებში საქართელოში საეკლესიო ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღებსა და უკანასკნელი 40 წლის მანძილზე სულიერი ცხოვრების აღორძიენებას ეძღვნება აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით.

   ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხატები, ერთი კვირის განმავლობაში, 9 ივნისამდე, იქნებიან დაბრძანებული და საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღვთსმსახურება ყოველდღიურად ჩატარდება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. წირვის შემდეგ საღამოს, 18:30 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართება კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრები.

მარი ბაბუხადია

 

კომენტარები გამორთულია