ტყიბულის ,,ეტალონი მოსწავლე" ლუკა ფორჩხიძე გახდა

ტყიბულში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, ,,ეტალონის", მეორე,  მუნიციპალური, ეტაპი გაიმართა, რომელშიც ჩვენი საჯარო სკოლებიდან 75 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

აღნიშნულ კონკურსს უკვე მესამე წელია, რაც ტყიბული მასპინძლობს და მასში ჩართულობის სტატისტიკა ყოველწლიურობით მზარდია. თამაშის ავტორისა და წამყვანის, გოჩა ტყეშელაშვილის, მიერ დასმული 20 კითხვის შემდეგ რეიტინგში საუკეთესო შედეგით, 69 ქულით, N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა ფორჩხიძემ, გაიმარჯვა.  მან  ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენად ფინალურ ტურზე საგზური მიიღო.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია