ტყიბულელი "კუდოისტების" წარმატება

თბილისში გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი კონტაქტური კარატეს სახეობა ,,კუდოში“, სადაც მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 130 სპორტსმენი. აღნიშნულ შეჯიბრებაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ,,კუდოს“ ჯგუფი 11 სპორტსმენით წარდგა. დაძაბული ბრძოლების შედეგად ტყიბულელმა კუდოისტებმა  ოთხი - I  და ხუთი - III  ადგილები მოიპოვეს. სხვადასხვა კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ: ზურა მოდებაძე, ლუკა ცირეკიძე, ზაურ გელაძე, ანანო გურგენიძე.

III ადგილი, ბრინჯაოს მედლით,  პრიზიორებმა:  მერაბ გაბრიაძემ, გიორგი ცქიფურიშვილმა, ალექსი გელაძემ,  ნინო ბოჭორიშვილმა და  ქრისტინე გოცირიძემ მოიპოვეს. სპორტსმენები ასპარეზობისათვის მწვრთნელმა - ლევან კუბლაშვილმა მოამზადა.

მარი ბაბუხადია

karate2 karate3 karate4

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.