ტყიბული ტრაგიკულად დაღუპულ მეშახტეებს ემშვიდობება

ტყიბული ექვს ტრაგიკულად შეწირულ სიცოცხლეს გლოვობს.

პავლე გამეზარდაშვილი, მირზა ქურციკიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, ბესიკ გურგენიძე, ელგუჯა ბოჭორიშვილი და გოგი რაფავა - ეს იმ გმირი მეშახტეების სახელებია, რომლებიც მთელმა ქვეყანამ გაიცნო. 5 აპრილს,  მინდელის სახელობის შახტში, I ნახშირმომპოვებელ უბანში, მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ  მსხვერპლი გამოიწვია, ექვსი დაღუპული და სამი დაშავებული.

10 აპრილს, მათი დაკრძალვის დღეს, ტყიბულში წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია ჩამოვიდა -  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის  I  მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი, გუბერნიის სხვა წევრები, ,,ჯი-აი-ჯი" ჯგუფის დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე და სხვა ოფიციალური პირები. მათ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად გარდაცვლილი ექვსივე მეშახტის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს.

ნათია მურუსიძე

 

1 კომენტარი “ტყიბული ტრაგიკულად დაღუპულ მეშახტეებს ემშვიდობება

  1. Уведомление: 1garland

კომენტარები გამორთულია