სუპერ ლიგის თამაშს კალათბურთში სპორტის სასახლემ უმასპინძლა

ტყიბულის სპორტის სასახლემ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერ ლიგის,  წინა ჯგუფური ეტაპის,  ბოლო მატჩს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ქუთაისის ,,ქუთაისი" და მარნეულის ,,დელტა" დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ორგანიზება იმერეთის კალათბურთის ფედერაციამ გაუწია. ამავე დღეს ტყიბულელი წარმატებული  სპორტსმენები დააჯილდოვეს. იმერეთის ჩემპიონატზე მოასპარეზე ჩვენი ქალაქის გუნდის საუკეთესო მოამაშეებს გიორგი კობახიძესა  და თორნიკე ცირეკიძეს ოლიმპიურმა კომიტეტმა წამახალისებელი პრიზები გადასცა.

როგორც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა,  პაატა გურასპაულმა,  აღნიშნა,  ტყიბულის სპორტის სასახლე,  თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მომავალში, როგორც სუპერ ლიგის თამაშებით,  ასევე,  სხვადასხვა ტურნირებითა და შეკრებებით დაიტვირთება.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია