სპორტის სასახლემ გელა გიორგაძის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა

ტყიბულის სპორტის სასახლეში, ,,ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლის” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის პატრონაჟით, 29 აპრილს, გაიმართა  ტრადიციული   ,,გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კუნგ-ფუში”. მასში მონაწილეობდნენ ტყიბულის, ზესტაფონის , ხარაგაულის , თერჯოლის, ამბროლაურისა და ბაღდათის გუნდები. შეჯიბრებაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს და კარატეს გუნდები (ხელმძღვანელები: ოლეგ ფანჩულიძე, ლაშა ცქიფურიშვილი, ლევან კუბლაშვილი). აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ვაჟები, ისე - გოგონები, 18 წონით კატეგორიაში განაწილებული 95 მოასპარეზე. აღსანიშნავია, რომ პირველად ტყიბულში ჩატარებული ტურნირების ისტორიაში, ტრადიციულ  კუნგ-ფუ -ფაიტინგთან  ერთად გაიმართა შეჯიბრი ახალ სახეობა ტუიშოუში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა სპორტსმენებსა და მაყურებელში. გუნდურ I ადგილზე, 12 ჩემპიონით,  გავიდა ტყიბულის კუნგ-ფუს გუნდი. ჩემპიონები გახდნენ:  ლუკა ბარბაქაძე,  ნიკა ბარბაქაძე, საბა გელაძე, ლუკა ლანჩავა, საბა აბესაძე,  ლაზარე ბოჭორიშვილი,  ნიკოლოზ ბუბაშვილი, ლევან ყაზაიშვილი, სანდრო კუპატაძე, ვასილ ფორჩხიძე, ლუკა მესხორაძე, გიორგი ტალახაძე. პრიზიორობა მოიპოვეს: გიორგი ჭიჭიკოშვილმა, ბაჩუკი დიხამინჯიამ, კონსტანტინე ბუცხრიკიძემ, ლევან ცნობილაძემ. ყველა გამარჯვებული მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

                                                                                                                                    მარი ბაბუხადია

OLEGI003 OLEGI002

45 thoughts on “სპორტის სასახლემ გელა გიორგაძის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.