ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში"-,,PIN-ის" ერთობლივი ძალისხმევით უმწეოთა სასადილოში ე. წ. სოციალური სამრეცხაო გაიხსნა.
საგრანტო კონკურსზე გამარჯვებული, 9750 ლარის ღირებულების, პროექტი ,,PIN-ის" მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული სერვისი უმწეოთა სასადილოს მომსახურებით მოსარგებლე 100 ბენეფიციარისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
მარი ბაბუხადია
2 thoughts on “სოციალური სამრეცხაო უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებისათვის”
კომენტარები გამორთულია