საშობაო ზღაპარი ნორჩი მაყურებლისათვის

ტყიბულის მოზარდ მაყურებელს ექსპერიმენტულმა თეატრ-სტუდიამ, „ნატვრისთვალმა," საშობაო ზღაპარი - „გრინჩი" შესთავაზა.   40 წუთიანი სიუჟეტის განმავლობაში ნორჩმა მსახიობებმა ზღაპრულ გარემოში ამოგზაურეს პუბლიკა და მწვანე კაცუნას - „გრინჩის" ამბავი არტისტიზმითა და მანერულობით გადმოსცეს. საბავშვო სტუდია ახლახანს შეიქმნა, სადაც 17 მოზარდი ირიცხება და მათ მსახიობურ ოსტატობაზე ლალი კუბლაშვილი და ნათია ხაბურძანია ზრუნავენ.

 

ნათია მურუსიძე  

კომენტარები გამორთულია