საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუში

  2 და 3 ივნისს, რაჭაში, ამბროლაურში, გაიმართა „საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუში.”  ტურნირი ტრადიციულად მაღალ დონეზე ჩატარდა.

  ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო „საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაცია,“ ხოლო მასპინძელი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების ორთაბრძოლების კლუბი, მწვრთნელის, დავით დუშუაშვილის, ხელმძღვანელობით.

  შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ გუნდები, მათ შორის, როგორც - ვაჟები, ისე - გოგონები. ასპარეზობა კუნგ-ფუს ორ სახეობაში - ფაიტინგსა და ტუიშოუში მიმდინარეობდა.

  გაიმართა გრანდიოზული და სანახაობრივი ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალი, სადაც წარმოდგენილი იყო სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლები. შეჯიბრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფედერაციის პრეზიდენტმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა.

  ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლა ამ შეჯიბრზე 17 სპორტსმენით წარდგა, რომლებმაც იასპარეზეს როგორც ფაიტინგში, ისე ტუიშოუშიც.

  ტყიბულელმა კუნგფუისტებმა ფაიტინგში მოიპოვეს სამი I, სამი II და ორი III ადგილი. ხოლო ტუიშოუში - ოთხი I, სამი II და ერთი III ადგილი.

  ფედერაციის მიერ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ და სერთიფიკატები გადაეცათ საბა გელაძეს, ნიკოლოზ ბუბაშვილს, ნიკა ბარბაქაძეს, ლუკა ლანჩავას და საბა აბესაძეს.

130 thoughts on “საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუში

  1. software engineer new grad 2020 jobs drawing program website to buy autocad 2021 2020 design software training. 2020 software kitchen world office software contable y financiero engeeeneringu#$sssaunnplus , compare tax software programs 2020. 2020 software pvt ltd, home office software free bild steuer 2020 software download logo design software 2020. tax software 2020 online 2020 software technologies, h&r block software 2020 download.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.