215_6463_01.MP4.Still001

სასკოლო საჩუქრები სოციალური პროგრამის ფარგლებში

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში  უკვე მეორე წელია, რაც განსაზღვრული აქტივობა ხორციელდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა და შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა (ვისაც შ.შ.მ. პირის სტატუსი მიენიჭა) ოჯახების მოზარდებს ახალი საწავლო წლისათვის საჩუქრები გადაეცათ. ამ კატეგორიის I-IV კლასების 18-მა მოსწავლემ სასკოლო-საკანცელარიო ნივთების ნაკრები მიიღო.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საჩუქრების გადაცემის პროცესს მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მოადგილეებთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პირველკლასელებს სასკოლო ჩანთები, ხოლო II-IV კლასელებს სასაჩუქრე პაკეტები, კლასგარეშე-შემეცნებითი ხასიათის საკითხავი ლიტერატურითა და ყველა საჭირო სასკოლო ნივთით დაკომპლექტებული, გადასცეს. აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანთები, ისე საკანცელარიო საქონელი, შერჩეულ იქნა მაღალი ხარისხის გათვალისწინებით და მათი რაოდენობაც საკმაოდ მოცულობითი იყო.

ღონისძიებას ორგანიზება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა გაუწია.

ნათია მურუსიძე