სამშაბათის ყოველკვირეული თათბირი მერიაში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ტრადიციული ყოველკვირეული თათბირი გამართა.

თითოეულმა სამსახურის უფროსმა კვირის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის დასუფთავების საკითხს შეეხო, განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. სფეროების შესაბამისად დაიგეგმა მომავალი კვირის საქმიანობები. მერმა ყველა უწყებას ქმედითი და ნაყოფიერი მუშაობისაკენ მოუწოდა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია