ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მოადგილესთან, დავით კუბლაშვილთან და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, დასავლეთ შახტის უბნის მოსახლეობას შეხვდა.
წელს, აქ, ინფრასტრუქტურული მიმართულებით 9 მრავალბინიანი კორპუსის გადახურვა იგეგმება, ასევე, უბნის სასაფლაოსთან მიმავალი ბეტონისსაფარიანი გზა მოეწყობა. რობაქიძის ქუჩის N7 კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის დაგებით მოხდება. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ადგილობრივებს ქალაქის განვითარების ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში ყველა არსებული პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდა. სვანეთისა და რობაქიძის ქუჩების მცხოვრებლებთან საუბრის შემდეგ ნატალია კობახიძემ, გორგიძის ქუჩაზე, ახლადაშენებული საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია