საკრებულომ 7 საკითხი განიხილა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

  დღის წესრიგით განსახილველი 7 საკითხიდან ცვლილებები შევიდა რამდენიმე დადგენილებისა და განკარგულების პროექტში. საყურადღებოა გადაწყვეტილება, რომელიც 2006 წლიდან შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებზე ყოველთვიურად კომუნალური გადასახადებისათვის სოციალურ დახმარებას, 30 ლარის ოდენობით, მოიცავს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მერიამ სამ უსახლკარო ოჯახს ბინა შეუძინა.

  დეპუტატებმა თითოეული პროექტი კენჭისყრის მიხედვით დაამტკიცეს.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “საკრებულომ 7 საკითხი განიხილა

  1. Уведомление: 3precise

კომენტარები გამორთულია