საკრებულომ 14 საკითხი დაამტკიცა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის პირველი, რიგგარეშე,  სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ხელმძღვანელობდა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა. დღის წესრიგის მიხედვით წარდგენილი 14 საკითხიდან პირველი,  2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესახებ,  22 დეკემბრის N43-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. გასული წლის ბოლოს არსებული ნაშთიდან ამ  პერიოდისათვის მიმართულმა თანხამ 1 მილიონ 46 ათასი ლარი შეადგინა, რომლის გადანაწილებაც გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით მოხდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ პროექტი სხდომის წევრებს ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა წარუდგინა. ასევე,  დამტკიცდა ჩვენს მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა.

საკითხთა უმრავლესობა დადგენილებების პროექტებში ცვლილებებს მოიცავდა.  დეპუტატებმა მათ კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია