ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გამართულ საკრებულოს გეგმიურ სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. მას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, დეპუტატები, სხვადასხვა სამსახურისა და ა.(ა.) ი.პ.-ების ხელმძღვანელი პირები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ. სხდომის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას. დღის წესრიგის მიხედვით 14 საკითხი იქნა წამოდგენილი. მათი მოსმენისა და განხილვის შემდეგ საკრებულომ, კენჭისყრის ხმათა უმრავლესობით, ყველა პროექტი დაამტკიცა.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “საკრებულომ წარმოდგენილი 14 პროექტი დაამტკიცა”
კომენტარები გამორთულია