საკონსულტაციო შეხვედრა ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში რეგიონულმა ჰაბმა იმერეთის მხარეში- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა  შეხვედრა გამართეს. ის მიზნად ისახავდა ორგანიზაციებისათვის კონსულტაციის გაწევას მართვის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ ძირითადი პრინციპების გაცნობას.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის  (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების  (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრებთან (EDEC) პარტნიორობით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. გარდა კონსულტაციისა  გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ ორგანიზაციებს გააჩნიათ და ამასთანავე გაიმართა დისკუსია. საუბარი შეეხო იმ  საკითხებს, რაც სატრენინგო თემატიკად შეიძლება გარდაიქმნას. ასევე, დარიგდა საინფორმაციო მასალა  რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც 2018 და 2019 წლებში ჩვენს მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს.

მარი ბაბუხადია

DSCN3168

კომენტარები გამორთულია