musikaluri

საახალწლო კონცერტი ხელოვნების სკოლაში

ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლამ დამდეგ შობა-ახალ წელს საანგარიშო კონცერტი მიუძღვნა, რომელიც ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად ეწყობა.

ღონისძიება ამავე სკოლის პედაგოგს, ნინო აბესაძეს, მიჰყავდა. მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ყველა განყოფილების მოსწავლეები და პედაგოგები.

კონცერტს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს ასევე შესაბამისი სამსახურების, ორგანიზაციებისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები.

მარი ბაბუხადია