საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში

ტყიბულის სამხატვრო სკოლამ შობა-ახალ წელს საახალწლო გამოფენა მიუძღვნა.

საგამოფენო სივრცე  45 უმცროსკლასელი მოსწავლის მიერ, საგანგებოდ სადღესასწაულოდ, შესრულებულ, ფერწერის ნიმუშს, ძირითადად ფერად კომპოზიციებს ჰქონდა დათმობილი. აქ ზამთარსა და ახალ წელთან შინაარსობრივად დაკავშირებული 80-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ნახატების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, საკრებულოს წევრი, იზოლდა ნემსაძე და სხვა წარმომადგენლები.  თითოეულმა მონაწილემ სამხატვრო სკოლისაგან სიგელები მიიღო, რომლებიც მათ სკოლის დირექტორთან, მირზა ჭელიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.  სტუმრებმა მოსწავლეებსა და პედაგოგიურ კოლექტივს ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.

მარი ბაბუხადია

 

78 thoughts on “საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.