რევაზ ჯანელიძის გახსენება

კვალი ნათელი...

 

  13 ოქტომბერს რევაზ ნიკოლოზის-ძე ჯანელიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ოკრიბის საზოგადოებას, მის ინტელიგენციას, სამეგობრო წრეს 65 წლის ასაკში გამოაკლდა. იგი თავისი მოღვაწეობით, მთელი შეგნებული ცხოვრება საფინანსო დარგს და ამ სფეროში კადრების აღზრდის საქმეს ემსახურებოდა. ტყიბულის რაიონის ეკონომიკის აღმავლობის, ხალხთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, ქალაქის აღმშენებლობისა და მისი გალამაზებისათვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული ამაგდარ პიროვნებას, რომელიც გამორჩეული იყო ზნეობით, ფიზიკური აღნაგობით, ადამიანური ღირებულებებითა და პროფესიონალიზმით.

  35-წლიანი შრომითი ბიოგრაფიის მქონე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს მრავალი დაბრკოლება, წინააღმდეგობა შეხვედრია ცხოვრების გზაზე, მაგრამ საყვარელი საქმისთვის სამეგობრო წრისათვის არასოდეს უღალატია და ყველა პრობლემის გადაჭრისათვის მცდელობა არ დაუკლია.

  დაუვიწყარია რევაზ ჯანელიძის სახელი, რომელმაც დატოვა სანიმუშო ოჯახი. მისი შვილები, შვილიშვილები ღირსეულად, აგრძელებენ ამაგდარი, სახელოვანი მამისა და ბაბუის დანატოვარ ღირსეულ კვალს...

ნანა რაზმაძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.