პირველკლასელთა  კონცერტი დედებს

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში დედის დღისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა.

მასში ჩართულნი იყვნენ საფორტეპიანო, საორკესტრო, ვოკალური და ხალხური საკრავების განყოფილებების პირველკლასელი მოსწავლეები და მათი პედაგოგები.

ზეიმი მონაწილეებისა და მათი მშობლებისთვისაც განსაკუთრებულ ემოციებთან და იმავდროულად  მღელვარებასთან იყო დაკავშირებული, რამეთუ ნორჩ შემსრულებელთა უმრავლესობა პირველად წარდგა  მსმენლის წინაშე.

პირველკლასელთა ღონისძიების მოწყობა ამ ხელოვნების კერის სივრცეში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ის ყოველწლიურად იმართება.

როგორც სკოლის დირექტორმა, ნანა ფორჩხიძემ, აღნიშნა,  თი აქტივობა ხელს უწყობს ნორჩ შემსრულებლებს, ისწავლონ ემოციების მართვა, სასცენო კულტურა და გამოუმუშავდეთ სათანადო უნარ - ჩვევები.  საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამა, რომელიც ხელოვნების სკოლის პედაგოგს, ნინო აბესაძეს, მიჰყავდა, ორმოცამდე მუსიკალური ნომრით იყო წარმოდგენილი.

მონაწილეებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებების, ასევე, ხალხური შემოქმედების,  სხვადასხვა თემატური სიმღერების, თუ სხვა მრავალფეროვანი მელოდიების,  შესრულებით შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი მაყურებლის წინაშე. მათ შთამბეჭდავი საგაზაფხულო ზეიმი მოუწყვეს ღონისძიებაზე შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას, მშობლებს, მასწავლებლებს და დადებითი ემოციებით აღავსეს ისინი.

 მარი ბაბუხადია

001 002 003 004 005 006 007

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.