ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნა, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.
შემოსული თანხის ნაწილი ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისათვის საგანგებოდ დამზადებული ჭაღის შეძენას მოხმარდება. გარდა ამისა პროექტი კურსებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახის დასახმარებლად განხორციელდა.
პატრიარქისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სასულიერო პირები: ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი - მამა იოანე, მღვდელმსახური - მამა გაბრიელი და ჭყეპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი-მამა ნიკოლოზი.
კონცერტზე მაყურებელთა შორის იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, სხვადასხვა სამსახურებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები. სასიხარულოა, რომ ისე როგორც წინა წლებში ღონისძიებას პატრიარქის ნათლულები ესწრებოდნენ. პროექტის ავტორი და ინიციატორი გახლდათ, თეატრის დირექტორი, ლალი კუბლაშვილი.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია