5 ნოემბერს, ქალაქ თბილისში გამართულ საქართველოს თასის პირველობაზე კუნგ ფუ-ში ტყიბულის სპორტული ცენტრის ,,ოლეგ ფანჩულიძის კუნგ- ფუს სკოლის” აღსაზრდელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს. მათ მოიპოვეს ექვსი - I და ხუთი - II ადგილები. საერთო ჩათვლაში მუნიციპალიტეტის ნაკრებმა გუნდური I ადგილი აიღო. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 15 კლუბი და ასევე, აზერბაიჯანის ნაკრები მონაწილეობდა.
ჩემპიონები გახდნენ: ნიკა ჩაფიძე, ლუკა ბრეგაძე, საბა გელაძე, ნიკა ბარბაქაძე, საბა აბესაძე, ნიკა ბუბაშვილი, ხოლო პრიზიორები - გიორგი ჭიჭიკოშვილი, ლუკა ბარბაქაძე, ბაჩუკი დიხამინჯია, ლევან ცნობილაძე, ლუკა ქაშიბაძე. გუნდი მოამზადეს მწვრთნელებმა: ოლეგ ფანჩულიძემ და ლაშა ცქიფურიშვილმა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია