ნოდარი

ნოდარ ვახტანგაძეს 90 წლის იუბილე მიულოცეს

შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ტყიბულელებისათვის საყვარელ, ღვაწლმოსილ, საამაყო და კოლორიტ პიროვნებას, ნოდარ ვახტანგაძეს, დაბადების 90-ე საიუბილეო წელი მიულოცეს.

ბატონ ნოდარს სასახლის ლიტერატურულ სალონში უმასპინძლეს, სადაც მას საიუბილეო თარიღი მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მერის მოადგილემ, სოფიო ბოჭორიშვილმა, სასახლის დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა გულთბილი სიტყვებით მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ქალაქისა და მრავალი თაობის მიმართ გაწეული ამაგისათვის.

მარი ბაბუხადია