ნახატების გამოფენა ნატოს დღეების ფარგლებში

სამხატვრო სკოლაში „ნატოს დღეების“ ფარგლებში ნახატების გამოფენა მოეწყო. მასში, ყველა კლასის, 45 მოსწავლის მიერ, ნატო-საქართელოსა და ევროკავშირის თემატიკაზე, შესრულებული 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მონაწილეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისაგან მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამავე ორგანიზაციისაგან სამხატვრო სკოლა სამუშაო მასალით - გუაშის საღებავებით დასაჩუქრდა. აღნიშნული სიგელები მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მერის მოადგილეებმა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ და სამხატვრო სკოლის დირექტორმა, მირზა ჭელიშვილმა, გადასცეს.

წელს, ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო)თანამშრომლობით იმართება.  აღნიშნული აქტივობა საქართველოში 1 მაისამდე გაგრძელდება. ის წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოსთან თანამშრომლობის  შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                 მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია