მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რეაბილიტაცია იგეგმება

ტყიბულის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საჯარო განხილვა მოეწყო. რეგიონული ინიციატივების ცენტრის, „ნათელი მომავლისა" და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კავშირის, „ელკანას," წარმომადგენლებმა აუდიტორიას პროექტის დეტალები გააცნეს.

ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს, 1930 წელსაა აშენებული. ორსართულიანი ნაგებობა 6 საგამოფენო დარბაზს მოიცავს. ადმინისტრაციული ოფისი I სართულზეა განთავსებული. აქ დაცულია კულტურული და ისტორიული არტეფაქტები, რომელთა რიცხვი 1800-ს შეადგენს. მუზეუმი წლების განმავლობაში არ განახლებულა, იატაკი და სახურავი მწყობრიდანაა გამოსული, რაც ექსპონატების დაზიანებას იწვევს.

სარეაბილიტაციო პროცესი რამდენიმე ტიპის სამუშაოს მოიცავს: საგამოფენო დარბაზში შეიცვლება ჭერი, მოხდება იატაკისა და ფანჯრების განახლება, მთლიანად აღდგება შენობის სახურავი. სარეკონსტრუქციო პერიოდი სამ თვეზეა გათვლილი. შედეგად გაიზრდება ტურისტთა რიცხვი, დამთვალიერებელთა ინტერესი და ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ადგილების ჩამონათვალი.

 

ნათია მურუსიძე

DSCN3009 DSCN3015 DSCN3017

62 thoughts on “მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რეაბილიტაცია იგეგმება

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.