ჯკჯჰჯ

მძლეოსნური გარბენი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა მძლეოსნური გარბენით დაიწყო.   ახობაძის ქუჩა N4-ში მდებარე სპორტული ცენტრიდან სასტუმრო „ტყიბულამდე," - კარლო ლომაძის მოედნამდე, 95 მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს მანძილის სწრაფად დაფარვაში. ასპარეზობაში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უმრავლესობა, 12 წლის ზევით ასაკის მოზარდებით, როგორც ვაჟები, ისე გოგონები.

ფინიშის ხაზი პირველმა ვაჟებში საწირის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ავთო ქარქაშაძემ, გადალახა, მეორე და მესამე - მეშვიდესკოლელები, დიმიტრი გელაძე და გიორგი ლაფერაძე იყვნენ. რაც შეეხება გოგონებს, კონკურენტებს შორის ყველაზე სწრაფი მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე, დიანა გაბელაშვილი, გამოვლინდა. II ადგილი მეექვსესკოლელმა გვანცა კალატოზმა, ხოლო III - საწირელმა მარიამ ქარქაშაძემ დაიკავეს. გამარჯვებულები და პრიზიორები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, დააჯილდოვა და მათ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა, სპორტულ ცენტრთან ერთად, გაუკეთა.

ნათია მურუსიძე

33038109_1142331595908876_8036952291305062400_n 32981076_1142329122575790_963098703336308736_n 345 33102552_1142328935909142_364272321155825664_n 33059442_1142331622575540_4081772657094164480_n