მუხურას მაღალმთიანობის სტატუსი მიენიჭა

მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს - გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს 7-ე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,  დიმიტრი ქუმსიშვილის, ხელმძღვანელობით გაიმართა.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი, კერძოდ - საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.

მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ასევე მოიწონა პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგია“,  რომელიც განსაზღვრავს მომავალი 4 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარადგინა 2017 წლის ანგარიში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობის თაობაზე. 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად სულ გამოიყო 66 160 379.56 ლარი. აღნიშნული შეღავათებით ისარგებლა 7 272-მა ოჯახმა, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში შეეძინათ შვილი; 69 803-მა პენსიონერმა; 14 150-მა სოციალური პაკეტის მიმღებმა; 574-მა ექიმმა და 989 ექთანმა; 11 395-მა პედაგოგმა; 295-მა სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელმა; 77 973-მა ოჯახმა - მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა ოჯახებმა, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლება. საჯარო  სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყო ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა და მეწარმე სუბიექტებმა, ასევე, ისარგებლეს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათებით.

აღსანიშნავია, რომ,  მთის ეროვნული საბჭოს მუშაობაში, სოფელ მუხურისთვის მაღალმთიანობის სტატუსის მინიჭების საკითხში აქტიურად იყო ჩართული  ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე.

 

26 thoughts on “მუხურას მაღალმთიანობის სტატუსი მიენიჭა

  1. Уведомление: history of ivermectin
  2. Уведомление: ivermectin where to buy for humans
  3. Уведомление: stromectol 3 mg dosage
  4. Уведомление: ivermectin kaufen
  5. Уведомление: furosemide 120 mg
  6. Уведомление: furosemide 20 mg brand name
  7. Уведомление: ivermectin for scabies
  8. Уведомление: ivermectin australia over the counter
  9. Уведомление: stromectol without prescription
  10. Уведомление: price of ivermectin
  11. Уведомление: ivermectin 3mg for lice
  12. Уведомление: ivermectin ken
  13. Уведомление: ivermectin uk coronavirus
  14. Уведомление: ivermectin 8000 mcg
  15. Уведомление: ivermectin 3mg dose
  16. Уведомление: peptides tadalafil
  17. Уведомление: molnupiravir same as ivermectin
  18. Уведомление: oral ivermectin cost
  19. Уведомление: where to buy ivermectin pills
  20. Уведомление: ivermectin treatment
  21. Уведомление: what is ivermectin used for
  22. Уведомление: ivermectin kaufen
  23. Уведомление: does ivermectin work
  24. Уведомление: 3opposed
  25. Уведомление: buy cipla propecia
  26. Уведомление: buy propecia france

კომენტარები გამორთულია