მუნიციპალიტეტის მერის პირველი სამუშაო დღე

ტყბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, პირველივე სამუშაო დღე საქმიანი აქტივობებით დაიწყო.

სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ იგი ქუთაისის ქუჩაზე მდებარე უმწეოთა სასადილოს ეწვია. ახლადარჩეული მერი რამდენიმე ბენეფიციარს და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გადახედვის შემდეგ, შესაძლებელია კვების რაციონი გაცილებით მრავალფეროვანი გახდეს.

სამუშაო დღის მეორე ნახევარში მუნიციპალიტეტის პირველი პირი  ა.(ა).ი.პ. ებ-ის დირექტორებსაც შეხვდა. მან თითოეული სამსახურის ხელმძღვანელს აქტიური და საქმიანი თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია