jWdVSpYwbzuraqZpgSJbSJQxCBhsWJTsD2UxTwbN5GWh8cFE5JBH

„მსოფლიო დასუფთავების დღე“ ტყიბულში

15 სექტემბერს მთელი საქართველო „მსოფლიო დასუფთავების დღის“ აღსანიშნავად გაერთიანდა და საერთაშორისო კამპანიაში ჩაერთო, რომელიც მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლისაკენაა მიმართული.  ტყიბულის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად შეუერთდა ამ საყოველთაო აქტივობას. ყველა მოქმედი ორგანიზაცია-დაწესებულების ეზოები და ახლომდებარე გარემო, ქალაქის ცენტრალური ბაღები, პარკები, მოედნები, გარდა ამისა, გელათისა და მოწამეთის სამონასტრო კომპლექსისა და „მშვიდობის პარკის“ ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენების, სარეველა ბალახისა და ხმელი მცენარეებისაგან გაიწმინდა და გასუფთავდა. ფართომასშტაბიან აქციაში მონაწილეობა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ, მერიამ და საკრებულომ, ისე კულტურის, სპორტული ობიექტებისა და კომუნალურმა გაერთიანებებმა, საზოგადოებრივმა და სასწავლო დაწესებულებებმა მიიღეს.

კამპანია ყოველ სექტემბერს ტარდება და მასში მილიონობით ადამიანი 150 ქვეყნიდან მონაწილეობს.  მოძრაობას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო, რომელიც დატანილ იქნა პლანეტის გარემოსდაცვით რუკაზე.

აქცია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მის ჩართვას მყარი  საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში.

პროექტი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ ინიციატივით ხორციელდება.

ნათია მურუსიძე

jWdVSpYw4eoBSUe1dD11o5p8JJjSM5StdzfuyEaz8CAbcFvd1gds jWdVSpYw4s12fySCqdD2QxnDBmzWmg9y7eDAveEVtzmniWZoMBVR jWdVSpYw5ZDrsHbGvfzwdoFZ46RZP2mqRc7P3uA5bjqpcQz6osXg jWdVSpYw6W2ec9A95yBDTXttEvzDKNG9wmA5kraN8Sfxsf2YD678 jWdVSpYw6wFcMSrMqr7EyQEMoGpSZ53DqAyejJ2icBfaSyyWGkqB jWdVSpYw64zBGtZDhf4y56zqgBM9N387r4EPeazjiJhD2Bumi9xb jWdVSpYwbDBdWSivkN98qwjKdHzNyTr4W8UXE5c7rqFGmzpzhPdX jWdVSpYwbiNo6KSUZDh37WruNxU6MoGCBn2pi9NKPxCX29ct9LNq jWdVSpYwfpZF1EmddwWTaaG5FmseUqYZYPCrydiLBJbTC1HyJsgx jWdVSpYwfTqHB6HP4qSuA4dvJZiBe5f91ePW1zFoKfGArmW4MPfG