მოქალაქეთა მიღება დეპუტატის ბიუროში

ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან, და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნატალია კობახიძესთან, ერთად, მოქალაქეებთან მორიგი მიღება ტყიბულის ბიუროს ოფისში გამართა. თითოეულ მოქალაქესთან  გასაუბრების შემდეგ დეპუტატმა მზადყოფნა გამოთქვა მათ დახმარებაზე.  ხელმოკლე ოჯახებიდან ორ სტუდენტს მისი სახელობითი ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. მუნიციპალური თეატრის დირექტორის, ლალი კუბლაშვილის, მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შემდეგ, ელგუჯა გოცირიძემ   ორგანიზაციას, ბავშვთა სასულიერო თეატრ-სტუდიის ასაღორძინებლად, საკუთარი სახსრებიდან, 10 ათასი ლარი გამოუყო.  ასევე, დახმარება აღუთქვა მან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე რამდენიმე მოქალაქეს. შეხვედრის დასასრულს პარლამენტის წევრმა, ჩვენს გადამღებ ჯგუფთან, ტყიბულის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, მის პერსპექტივებსა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

ნანა რაზმაძე

კომენტარები გამორთულია