მე-5 მოწვევის საკრებულომ ბოლო, შემაჯამებელი, სხდომა გამართა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავისი უფლებამოსილების ვადაში ბოლო სხდომა გამართა, რომელსაც ამ ორგანოს ხელმძღვანელი, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა.

შეხვედრას ახლადარჩეული მერი, თემურ ჩუბინიძე და დეპუტატები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით ოთხი საკითხი იქნა განხილული. მათ შორის, 2017 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებები და მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიში. ასევე, სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში საშემოდგომო სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

სხდომის ბოლოს მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა თამაზ კუბლაშვილმა და მომავალ წარმომადგენლობით ორგანოს წარმატება უსურვა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია