,,მეშახტე'' წარმატებულად ასპარეზობს

ტყიბულის  ,,მეშახტემ''  საქართველოს ჩემპიონატის III ლიგის ახალ სეზონზე, განახლებული კონტიგენტით, სამი შეხვედრა გამართა. იგი პირველ თამაშში, 12 მარტს ლანჩხუთში,  ,,გურიასთან" ანგარიშით - 3:0 დამარცხდა, ხოლო შემდგომ ორ მატჩს ტყიბულის ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ჩვენმა გუნდმა ტყიბულელი გულშემატკივრები წარმატებული ასპარეზობებითა და გამარჯვებებით გაახარა. ,,მეშახტემ'' აქ 17 მარტს წყალტუბოს  ,,სამგურალი 2'' ანგარიშით - 3:2, ხოლო 21 მარტს დუშეთის  ,,არაგვი" - 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ ჩემპიონატში, სადაც 20 გუნდია ჩართული,   ,,მეშახტე'' სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და სამი ტურის შედეგად  დაგროვებული 6 ქულით აგრძელებს ასპარეზობას. შემდეგი შეხვედრა 25 მარტს,   ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე, 14:00 სთ-ზე, ,,ზუგდიდთან'' შედგება.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბ  ,,მეშახტეს" 2018 წლის 5 თებერვლიდან ჩვენი ქალაქის მკვიდრი გივი (გია) ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ჭყონიაა, რომელიც რეგიონული ლიგის ,,ტორპედო-2-ის'' დამრიგებელი იყო. უფრო ადრე კი ,,ტორპედოს'' ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა. ის სხვადასხვა დროს ,,ტორპედოში'',  ,,კოლხეთი-1913-ში",  ,,სამტრედიაში'' თამაშობდა. მეორე მწვრთნელის პოზიცია, ტყიბულელ, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, მერაბ ბაბუხადიას, უკავია.

მარი ბაბუხადია

001 002 004 005 006 007 008 009 010 011 012

კომენტარები გამორთულია