საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ლიგის მორიგ კალენდარულ შეხვედრაზე ,,მეშახტემ“ ჭიათურის ,,ჭიათურას“ უმასპინძლა. მატჩი ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. თამაშის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში, დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას.
დაძაბული ასპარეზობის 36-ე წუთზე ანგარიში ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა ლაშა ჩიხლაძემ გახსნა, ხოლო მეორე ბურთი, სტუმართა კარში, შალვა გაბუნიამ გაიტანა. შეხვედრა ,,მეშახტის“ სასარგებლოდ, ანგარიშით, - 2:0 დასრულდა. შემდეგი მატჩი 28 აპრილს, ქედაში, ,,ბეთლემთან“ გაიმართება. ,,მეშახტე'' ამჯერად სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-9 ადგილზეა.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “,,მეშახტემ'' ,,ჭიათურა'' 2:0 დაამარცხა”
კომენტარები გამორთულია