„მეშახტემ" სატურნირო ცხრილში VII-დან V ადგილზე გადაინაცვლა

2 მაისს, ტყიბულის ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ფეხბურთში, მესამე ლიგის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ტყიბულის „მეშახტე" და ხობის „კოლხეთი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერ მოხერხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მე-5 წუთზე, პირველი გოლით, შალვა გაბუნიამ, „მეშახტე" დააწინაურა. სტუმრებმა 64-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

ამ მომენტისათვის ტყიბულის გუნდი სატურნირო ცხრილში, 17 ქულით, V ადგილზეა.

მომავალ გასვლით მატჩს „მეშახტე" ჩხოროწყუში, კლუბ „სამეგრელოსთან," გამართავს.

ნათია მურუსიძე

31588335_1772082649516530_6581838412465045504_o 31779169_1772080556183406_8895601513171255296_o 31821572_1772082456183216_1404968709730074624_o 31822833_1772082246183237_3134966688856932352_o 31841796_1772074566184005_2688143623098204160_o 31870287_1772074212850707_6892445065717743616_o 31900665_1772082506183211_2128822234142212096_o

1 კომენტარი “„მეშახტემ" სატურნირო ცხრილში VII-დან V ადგილზე გადაინაცვლა

  1. Уведомление: 1mohammedan

კომენტარები გამორთულია