სკოლა 2

მესაკუთრემ N2 სკოლას შენობა უსასყიდლოდ დაუთმო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გართიანება სამი დღის განმავლობაში ყოფილი N3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს.

სამსახურის თანამშრომლები, სპეცტექნიკის დახმარებით, შენობის ირგვლივ გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და დალექილი მიწის შრისაგან წმენდენ.

პრობლემა, რომელიც N2 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო ღონისძიებებმა წარმოშვა, დღეისათვის გადაჭრილია. კერძო მესაკუთრემ  სასწავლო დაწესებულებას ყოფილი N3 სკოლის ფართი უსასყიდლოდ გადასცა. პედაგოგები და მშობლები საგანმანათლებლო პროცესის დაწყებისათვის მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვას ელოდებიან.

ნათია მურუსიძე