მერის ბრძანებით გიორგი ლომთაძე I მოადგილედ დაინიშნა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის, N47/1785 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 14 ნოემბრიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის I მოადგილედ  გიორგი ლომთაძე დაინიშნა. იგი დაიბადა 1990 წლის 18 აგვისტოს, ქ. ტყიბულში, 2012 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მენეჯმენტის სპეციალობით.
2010-12 წლებში მუშაობდა შ.პ.ს ,,გუდაური პალასში’’ ლოჯისტიკის მენეჯერად, 2014-15 წლებში კი - ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსად. 2015-17 წლებში ეკავა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობა.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.