მერიის ყოველკვირეული თათბირი

  ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გამართულ მერიის ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, სამსახურების უფროსები, ა.(ა).ი.პ.-ების დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  მერმა თითოეული უწყების ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია ერთი კვირის განმავლობაში სფეროების მიხედვით შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე სოფლების მიმართულებით გზების ბეტონის საფარით მოწყობის მდგომარეობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ გორგიძის ქუჩაზე ახალ N6 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სააღმზრდელო დაწესებულება  შესაბამისი  ინვენტარითაც აღიჭურვება. აქცენტები გაკეთდა ასევე, რგფ-დან ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის დამატებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში ქალაქის გზებისა და კორპუსების შიდა ეზოების ასფალტო-ბეტონით მოწყობის პროექტების სატენდერო სამუშაოებზე.

  ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა აუქციონზე გასაყიდად გატანილი უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ქალაქის იერ-სახის გალამაზებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, მეწარმეების მხრიდან კერძო ობიექტების მოწესრიგების შესახებ, ისაუბრა.

  კომუნალური გაერთიანების დირექტორმა მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გააკეთა აქცენტი, კერძოდ, სხვადასხვა ადგილების, ობიექტებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების, სამღებრო სამუშაოების, გარკვეულ მონაკვეთებზე სანიაღვრე არხებისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდის, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობისა და სხვა ღონისძიებების შესახებ.

  თათბირზე აღინიშნა, რომ დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 14-15 სექტემბერს  მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელშიც, აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე, სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების წარმომადგენლები.

  მერმა ინფორმაციების მოსმენისა და შეჯამების შემდეგ თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი სამუშაოები განუსაზღვრა.

მარი ბაბუხადია

215_0599_01.MP4.Still237 215_0599_01.MP4.Still238 215_0599_01.MP4.Still239 215_0599_01.MP4.Still240 215_0599_01.MP4.Still241 215_0599_01.MP4.Still246 215_0599_01.MP4.Still249 215_0599_01.MP4.Still250 215_0599_01.MP4.Still254

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.