სანდრო ბუცხრიკიძის სახელობის თასი

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის ვერცხლის დარბაზში, დავით არსენიძისა და საბა ქარქაშაძის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.  ტურნირი უკვე მესამე წელია იმართება და წელს მას ტრადიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა მსახიობის, საქართელოს პრეზიდენტის მიერ წმ. ნიკოლოზის ორდენით დაჯილდოებული, სანდრო ბუცხრიკიძის, სახელი მიენიჭა. პროექტი მიზნად ისახავს მომავალ თაობაში ზოგადი განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, ცოდნის წახალისებასა და ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდას. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 6-6 მოთამაშით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა, რომელიც მოიცავდა ორ 15-15 რაუნდიან ეტაპს, მათზე პასუხის მოსაფიქრებლად მოთამაშეებს ერთი წუთი ჰქონდათ. თითოეული კითხვა ფასდებოდა ერთ ქულით. მეათე - სანდრო ბუცხრიკიძის რაუნდი, ორქულიანი იყო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის წამყვანად, ორგანიზატორთა მიერ საგანგებოდ მოწვეულ იქნა ინტელექტკლუბის მოაზროვნე და გამორჩეული სახე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე. პროექტს სპეციალური ჟიური ადევნებდა თვალყურს, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ირინე კორძაია, ა.(ა)ი.პ. „კულტურის ობიექტების გაერთიანების“ დირექტორი, თამარ ლაფერაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, ალეკო ბიბილაშვილი, პროექტის ავტორი, დავით არსენიძე და სანდროს მეგობარი, ბექა აშოთია.

შეჯიბრი აზარტულად წარიმართა. საკმაოდ დაძაბული და დამქანცველი ორსაათიანი პაექრობის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა. 21 სწორი პასუხით ჩემპიონი „მეორე მერცხალი“ გახდა, რომელსაც ორგანიზატორების სახელით თასი და ფულადი პრიზი სანდრო ბუცხრიკიძის დამ, თეა ბუცხრიკიძემ, გადასცა საჩუქრად. ფულადი პრიზი მიიღო მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა „პანაციამაც.“

ღონისძიებას მხარდაჭერა  მუნიციპალიტეტის მერიამ და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

ნათია მურუსიძე

38789138_241635533156015_4975251735858642944_n 38791688_2320431967974501_1204737214131470336_n 38817973_2042392869125780_8985345082454441984_n 38834176_513093519147974_2385767535933915136_n 38859502_272196170236894_1397102047630721024_n 38872107_1817309281655603_5700318640071507968_n 38936048_286981251891129_7191550462271684608_n DSCN3669

კომენტარები გამორთულია