ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერა ტყიბულის თეატრში

პატრიოტული მოტივითა და სულისკვეთებით შექმნილი წარმოდგენა წმინდა კეთილმორწმუნე მეფეს, დავით IV აღმაშენებელს, მიეძღვნა და სამშობლოსადმი გაწეულ მის ღვაწლსა და ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს ასახავდა.   ახლადშექმნილი დასის მსახიობებმა: ნათია ხაბურზანიამ, ელენე ბოჭორიშვილმა, კონსტანტინე კიკნაველიძემ, თორნიკე გოტიაშვილმა და ირაკლი კერესელიძემ დამსწრე საზოგადოებას ხატოვნად წაუკითხეს ღირსეულ მეფესთან დაკავშირებული ისტორიები.

სპექტაკლის დადგმის რეჟისურა და სცენოგრაფია თეატრის დირექტორს, ლალი კუბლაშვილს, ეკუთვნის. მაყურებელთა შორის იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები და ხელოვნების სხვა თაყვანისმცემლები.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია