„კუნგ-ფუს“ სკოლამ ტყიბული კვლავ ასახელა

10-11 მარტს თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კუნგ-ფუში, ტყიბულელმა სპორტსმენებმა ტრადიციულად შესანიშნავი შედეგები  აჩვენეს და საუკეთესოდ  წარმოაჩინეს  საკუთარი თავი, სკოლა, მუნიციპალიტეტი და საქართველო. შეჯიბრებაში    მონაწილეობდა  5  ქვეყნის  (საქართველო, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი), 25 კლუბის, რეკორდული რაოდენობა - 189 სპორტსმენი, როგორც ვაჟები, ისე გოგონები.  ტყიბულის  „ოლეგ ფანჩულიძის  კუნგ-ფუს’’  სკოლის    (მწვრთნელები:  ოლეგ ფანჩულიძე, ლაშა ცქიფურიშვილი)  შეგირდებმა   მოიპოვეს ექვსი - I,  ხუთი - II  და  ოთხი - III  საპრიზო ადგილები.  ჩემპიონები გახდნენ:  გიორგი ჭიჭიკოშვილი,   ნიკა ბარბაქაძე,   ნიკოლოზ  ბუბაშვილი,  საბა გელაძე,  საბა აბესაძე, ლაზარე ბოჭორიშვილი.

ტურნირი ორგანიზებული იყო ,,საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის’’ მიერ და როგორც ყოველთვის, იგი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა, რაც აღნიშნეს კიდეც მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა. ეს იყო წინამოსამზადებელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელიც გაიმართება 12-16 აპრილს სომხეთში, ქ. ერევანში, სადაც გაემგზავრება საქართველოს  ნაკრებიც.

ჩემპიონატში გუნდური პირველი ადგილი, დიდი უპირატესობით, საქართველოს ნაკრებმა დაიკავა,  მეორე -  სომხეთის,  ხოლო  მესამე - რუსეთის გუნდებმა მოიპოვეს.

მარი ბაბუხადია

29063113_2022734384425852_8384999553161494528_n

1 კომენტარი “„კუნგ-ფუს“ სკოლამ ტყიბული კვლავ ასახელა

  1. Уведомление: 3characteristically

კომენტარები გამორთულია